Search This Blog

Thursday, February 24, 2011

რუსეთი სამხედრო შეიარაღების განახლებაზე 650 მლრდ აშშ დოლარს დახარჯავს

რუსეთი სამხედრო შეიარაღების განახლების პროგრამის ფარგლებში 2020 წლამდე 650 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს .
"BBC News"-ის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში რუსეთის საბრძოლო შეიარაღებას რვა ბირთვული წყალქვეშა ნავი, 600 ბომბდამშენი, 1 000 სამხედრო ვერტმფრენი და 100 საბრძოლო ხომალდი დაემატება. შეიარაღების გადახალისების პროგრამით ასევე გათვალისწინებულია დამატებით კიდევ 2 ავიამზიდის შეძენა საფრანგეთისგან. 2 ფრანგული ავიამზიდი "მისტრალი" რუსეთს უკვე შეკვეთილი აქვს.
როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, სამხედრო არსენალის გაზრდით მათ სურთ უფრო ნაკლებად დამოკიდებულნი გახდნენ ბირთვულ შეიარაღებაზე, რომელიც საბჭოთა მემკვიდრეობაა.
სამხედრო ტექნიკის გადახალისების პარალელურად რეფორმები მიმდინარეობს შეიარაღებულ ძალებშიც. სამსახური უკვე დაატოვებინეს 200 000-ზე მეტ ოფიცერს, ყოველი ათიდან ცხრა სამხედრო შენაერთი კი გაუქმდა.
სამხედრო ექსპერტების შეფასებით, რეფორმების მთავარი მიზანი ახალი ტიპის, უფრო ქმედითი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაა, რომელიც უფრო ბრძოლისუნარიანი იქნება და თანამედროვე სამხედრო ტექნიკის გამოყენებას უფრო ეფექტურად შეძლებს.



მასალა interpressnews-დან

Wednesday, February 23, 2011

ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების ორი ხომალდი 22 თებერვალს სუეცის არხში შევიდა.

ირანის სამხედრო ხომალდები სუეცის არხში 1979 წლის, ანუ ისლამური რევოლუციის შემდეგ პირველად შევიდნენ. ხომალდები სირიის მიმართულებით მიცურავენ. ისინი სირიის საზღვაო ძალებთან ერთობლივ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.

სუეცის არხის გავლით გადაადგილების ნებართვა ირანულ ხომალდებს ეგვიპტის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა საბჭომ მისცა, რომელიც ჰოსნი მუბარაქის დამხობის შემდეგ ხელისუფლებაში 2011 წლის 11 თებერვალს მოვიდა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა 17 თებერვალს სუეცის არხის გავლით ირანული ხომალდების გადაადგილებას თეირანის მხრიდან პროვოკაცია უწოდა. ისრაელი შიშობს, რომ ირანული იარაღი სირიის გავლით "ჰესბოლას" ხელში აღმოჩნდება.

მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.

  სტატია   ambebi.ge-დან.

Monday, January 31, 2011

ნოვოდვორსკაიას, ბოროვოის და პანფილოვის ბლოგები გატეხეს

კარგა ხანია, პუტინის რეჟიმს ყელში თევზის ფხასავით აქვს გაჩხერილი ვალერია ნოვოდვორსკაია, კონსტანტინე ბოროვოი, ოლეგ პანფილოვი და სხვა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები.

გასაკვირი არაფერია იმაში, რომ კრემლს ზემოთჩამოთვლილი პერსონები გულზე არ ეხატება. ყველა მათგანი დაუნდობლად ამხელს რუსეთის ხელისუფლების მანკიერ მხარეებს და, რაც მთავარია, მათი პოზიცია და ნააზრევი დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე.

აქედან გამომდინარე, კრემლი ყველა ღონეს ხმარობს, რათა თავისუფლად მოაზროვნე ადამიანების ხმა ჩაახშოს. როგორც „პრესა.ჯი“–სთვის გახდა ცნობილი, დაახლოებით 12 საათზე რუსმა ჰაკერებმა ნოვოდვორსკაიას, ბოროვოისა და პანფილოვის ბლოგები „ЖЖ“–ზე გატეხეს. ამ დროისათვის სამივე ბლოგი დაბლოკილია.


რასაკვირველია, რუსი ბლოგერები ასეთ თავდასხმას არ გამორიცხავდნენ და ამიტომაც, ურთიერთობის სათადარიგო ვარიანტები წინასწარ ჰქონდათ გათვალისწინებული. ნოვოდვორსკაიას ბლოგზე უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ურთიერთობა რუსული საიტის „ვ კონტაქტე.რუ“–ს, ასევე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით გაგრძელდება. იგივე ინფორმაციაა განთავსებული ბოროვოისა და პანფილოვის ალტერნატიულ გვერდებზეც.

მომხდართან დაკავშირებით „პრესა.ჯი“ ოლეგ პანფილოვს დაუკავშირდა და მის ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ:

ოლეგ პანფილოვი: ეს–ესაა ნოვოდვორსკაიასა და ბოროვოის ბლოგების გატეხვის შესახებ შევიტყვე, ჩემიც გატეხილია... ასე ებრძვიან ხელისუფლებისთვის არასასურველი ინფორმაციის გავრცელების ერთადერთ საშუალებას.

– თქვენი აზრით, ვინ შეიძლება იყოს ამაში ჩარეული?
– ესენი შეიძლება იყვნენ როგორც სპეცსამსახურები, ასევე „პატრიოტულად“ განწყობილი ადამიანები. მე მათ ჩეკისტებს დავარქმევდი, იმისგან დამოუკიდებლად, აქვთ თუ არა რაიმე წოდება და სამხრეები.

– რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები და რამდენად შეუშლის ეს ხელს თქვენს ურთიერთობას საზოგადოებასთან?
– მინიმუმ, 30 შემთხვევა უკვე იყო ბოლო 3–4 წლის განმავლობაში. რადგანაც ეს ერთადერთი საშუალებაა ჩვენთვის ინფორმაციის გასავრცელებლად, ცხადია, ხელი გვეშლება ურთიერთობაში. ნოვოდვორსკაიას, ბოროვოის, ჩემი და კიდევ რამდენიმე ადამიანის ჩვენება რუსულ ტელევიზიებს აკრძალული აქვთ, ამიტომაც ჩვენთვის ინტერნეტი ერთადერთი საშუალებაა ურთიერთობისთვის...

სამივე ბლოგერი უკვე მუშაობს ბლოგების აღდგენის მიმართულებით. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, პარალელურად მუშაობენ აგრეთვე ზემოთჩამოთვლილი ბლოგერებისადმი კეთილგანწყობილი ჰაკერები, რათა „სიურპრიზები“ რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალურ ვებ–გვერდებზე დახვდეს.

presa.ge

Sunday, January 30, 2011

რამზან კადიროვმა თინა კანდელაკს ნაკლებად გამომწვევად ჩაცმა ურჩია


ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა ტელეწამყვან თინა კანდელაკს ნაკლებად გამომწვევად ჩაცმა ურჩია. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
რეპლიკა კადიროვმა "ენ-ტე-ვეს" გადაცემა "არარეალური პოლიტიკის" ჩაწერის დროს გააკეთა. კანდელაკმა გადაცემის მიმდინარეობისას თქვა: "როცა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მოვდიოდი, გადავწყვიტე აქ არსებული გარეგნული იერის წესები დამეცვაო", რასაც მოჰყვა კადიროვის გამოხმაურება.
"თქვენ დაიცავით ჩვენი წესები? არა, თქვენ ისინი არ დაგიცავთ. ძალიან გამომწვევად გაცვიათ, ამიტომაც ვცდილობ არ გიყუროთ, თქვენ ძალიან ლამაზი ხართ", _ მიმართა კადიროვმა კანდელაკს და იქვე დასძინა, რომ მას საკუთარი წესები აქვს.
"კადიროვს თავისი წესები აქვს: მე მუსლიმი ვარ. შემიძლია შინ ვუკარნახო ვინმეს ეს წესები... არის საოფისე ჩაცმულობაც: თუ ქალები ნახევრადშიშვლები ივლიან ოფისებში, მამაკაცებს იქ მუშაობა არ გამოუვათ. მეც მათ დავუწყებ ყურებას, მხოლოდ მათზე ვიფიქრებ, სხვა საზრუნავი, სამსახური, საქმე მეათეხარისხოვანი გახდება", _ აღნიშნა კადიროვმა.

          interpressnews

Protesters in Suez call for regime change - EGYPT REVOLUTION

Friday, January 28, 2011

რუსული სიმღერების შესრულება თითქმის ოფიციალურად აეკრძალა.


ყველა რესტორნის ადმინისტრაციას რუსული სიმღერების შესრულება თითქმის ოფიციალურად აეკრძალა. თითქმის ოფიციალურს იმიტომ ვამბობთ, რომ ამის შესახებხელისუფლებას ნორმატიული აქტი კი არ მიუღია, არამედ საკმაოდ საინტერესო და უცნაური დირექტივა გასცა...
,,ალიას" ერთ-ერთი რესტორნის დირექტორმა ასეთი ამბავი მოუყვა: ,,საღამოს 8 საათი იყო და დამირეკეს, სასწრაფოდ შემოსავლების სამსახურში გამოცხადდი, უფროსი გიბარებთო. გული გამისკდა. მივდიოდი და ვფიქრობდი, ნეტავ დაჭერას გადავურჩებოდე-მეთქი. დარწმუნებული ვიყავი, რომ მინიმუმ თანხის გადახდას შემაწერდნენ. მივედი და სავსე დამხვდა დარბაზი სხვა რესტორნების ხელმძღვანელებით. კიდევ მოდიოდნენ და მოდიოდნენ. ჩემს მსგავსად არავინ იცოდა, რისთვის ვიყავით დაბარებულები, ყველას მხოლოდ ამ ტექსტით დაურეკეს - უფროსი გიბარებთო. რადგან ამდენი ხალხი დავინახე, ცოტა დავმშვიდდი. მივხვდი რომ დაჭერას გადავურჩი. ყველა იმაზე ვფიქრობდით, რამდენს შეგვაწერდნენ მისატანად და მოვახერხებდით თუ არა ამ თანხის გადახდას. ბოლოს და ბოლოს, შეგროვდა ყველა. შემოვიდა შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაია და გამოგვიცხადა - დღეის შემდეგ არც ერთ რესტორანში რუსული სიმღერა არ ვნახოთ შესრულებული, თორემ ვაი თქვენს ტყავსო.
მე და ჩემმა მეგობრებმა ექსპერიმენტი სამ, საკმაოდ ცნობილ რესტორანში ჩავატარეთ. თავიდანვე გეტყვით, რომ სამივე შემთხვევაში დამკვრელების პასუხი პრაქტიკულად ერთი და იგივე შინაარსის იყო. ამიტომ, იმ მაგალითს განვავრცობ, რომელიც პირადად მოვისმინე;
- არ ვუკრავთ, ძმაორუსულ სიმღერებს...
- რატომ?
- აღარ ვუკრავთ. რაც მაგათგაგვიკეთეს, ამის შემდეგ კიდევ ვუმღეროთ?
- ეგ რაშუაშია? ერთი თვის წინ ვიყავით თქვენთან და უკრავდით, რა მაშინ არ იყო მომხდარი ომი?
- ხო, მაგრამ ვიფიქრეთ და ასე გადავწყვიტეთ. რატომ ვიმღეროთ ჩვენი მტრების სიმღერები. ქართული სიმღერები ცოტა გვაქვს?
ვფიქრობ , ყველაფერი გასაგებია. რესტორნის მეპატრონეებმა, მთელი დარტყმა დამკვრელების "პატრიოტიზმზე" გადაეტანათ.

"ალია"
ხუთშაბათი, 27 იანვარი 2011 წ

Wednesday, January 26, 2011

რუსეთის 2018 წლის მუნდიალი შეიძლება არ გაიმართოს.

 კულვარული ინფორმაციებიდან ირკვევა რომ 2018 წელს რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი შეიძლება არ ჩატარდეს, ამის მიზეზი კი გახლვათ ინგლისის მიერ შეტანილი სარჩელი ფიფაში, სარჩელი მოიცავს უამრავ ბრალდებას რუსეთის წარმომადგენლობის წინააღმდეგ რომლებიც ისყიდავდნენ ფიფას წევრი ქვეყნების წარმომადგენლობებს, რუსეთისთვის მხარის დაჭერის სანაცვლოთ.
  გასული წლის შემოდგომაზე ფიფაში იყო სკანდალი რის მიხედვითაც ერთ-ერთი ქვეყნის მიერ დელეგატების მოსყიდვა ხდებოდა, თუმცა მაშინ ეს ქვეყანა არ დასახელებულა.
  ასევე კულვარული ინფორმაციით რუსეთი თვით  ინგლისსაც სთავაზობდა გარიგებას,
გარიგების მიხედვით რუსეთი 2014 წლის მუნდიალზე მოისყიდავდა მსაჯებს და ხელს შეუწყობდა ინგლისი გამხდარიყო თასის მფლობელი, სანაცვლოდ კი უარი უნდა ეთქვა 2018 წლის ჩემპიონატის ინგლისში ჩატარებაზე.

             თარგმილია საინფორმაციო გამოცემა”interkorbs” -ი დან
          ინფორმაციის დაუკითხავათ გადაბეჭვდა იკრძალება.