ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების ორი ხომალდი 22 თებერვალს სუეცის არხში შევიდა.
ირანის სამხედრო ხომალდები სუეცის არხში 1979 წლის, ანუ ისლამური რევოლუციის შემდეგ პირველად შევიდნენ. ხომალდები სირიის მიმართულებით მიცურავენ. ისინი სირიის საზღვაო ძალებთან ერთობლივ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
სუეცის არხის გავლით გადაადგილების ნებართვა ირანულ ხომალდებს ეგვიპტის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა საბჭომ მისცა, რომელიც ჰოსნი მუბარაქის დამხობის შემდეგ ხელისუფლებაში 2011 წლის 11 თებერვალს მოვიდა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა 17 თებერვალს სუეცის არხის გავლით ირანული ხომალდების გადაადგილებას თეირანის მხრიდან პროვოკაცია უწოდა. ისრაელი შიშობს, რომ ირანული იარაღი სირიის გავლით "ჰესბოლას" ხელში აღმოჩნდება.
მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.
სტატია ambebi.ge-დან.

No comments:
Post a Comment