რუსეთი სამხედრო შეიარაღების განახლების პროგრამის ფარგლებში 2020 წლამდე 650 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს .
"BBC News"-ის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში რუსეთის საბრძოლო შეიარაღებას რვა ბირთვული წყალქვეშა ნავი, 600 ბომბდამშენი, 1 000 სამხედრო ვერტმფრენი და 100 საბრძოლო ხომალდი დაემატება. შეიარაღების გადახალისების პროგრამით ასევე გათვალისწინებულია დამატებით კიდევ 2 ავიამზიდის შეძენა საფრანგეთისგან. 2 ფრანგული ავიამზიდი "მისტრალი" რუსეთს უკვე შეკვეთილი აქვს.
როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, სამხედრო არსენალის გაზრდით მათ სურთ უფრო ნაკლებად დამოკიდებულნი გახდნენ ბირთვულ შეიარაღებაზე, რომელიც საბჭოთა მემკვიდრეობაა.
სამხედრო ტექნიკის გადახალისების პარალელურად რეფორმები მიმდინარეობს შეიარაღებულ ძალებშიც. სამსახური უკვე დაატოვებინეს 200 000-ზე მეტ ოფიცერს, ყოველი ათიდან ცხრა სამხედრო შენაერთი კი გაუქმდა.
სამხედრო ექსპერტების შეფასებით, რეფორმების მთავარი მიზანი ახალი ტიპის, უფრო ქმედითი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაა, რომელიც უფრო ბრძოლისუნარიანი იქნება და თანამედროვე სამხედრო ტექნიკის გამოყენებას უფრო ეფექტურად შეძლებს.
მასალა interpressnews-დან
No comments:
Post a Comment