Search This Blog
Sunday, January 30, 2011
რამზან კადიროვმა თინა კანდელაკს ნაკლებად გამომწვევად ჩაცმა ურჩია
ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა ტელეწამყვან თინა კანდელაკს ნაკლებად გამომწვევად ჩაცმა ურჩია. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
რეპლიკა კადიროვმა "ენ-ტე-ვეს" გადაცემა "არარეალური პოლიტიკის" ჩაწერის დროს გააკეთა. კანდელაკმა გადაცემის მიმდინარეობისას თქვა: "როცა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მოვდიოდი, გადავწყვიტე აქ არსებული გარეგნული იერის წესები დამეცვაო", რასაც მოჰყვა კადიროვის გამოხმაურება.
"თქვენ დაიცავით ჩვენი წესები? არა, თქვენ ისინი არ დაგიცავთ. ძალიან გამომწვევად გაცვიათ, ამიტომაც ვცდილობ არ გიყუროთ, თქვენ ძალიან ლამაზი ხართ", _ მიმართა კადიროვმა კანდელაკს და იქვე დასძინა, რომ მას საკუთარი წესები აქვს.
"კადიროვს თავისი წესები აქვს: მე მუსლიმი ვარ. შემიძლია შინ ვუკარნახო ვინმეს ეს წესები... არის საოფისე ჩაცმულობაც: თუ ქალები ნახევრადშიშვლები ივლიან ოფისებში, მამაკაცებს იქ მუშაობა არ გამოუვათ. მეც მათ დავუწყებ ყურებას, მხოლოდ მათზე ვიფიქრებ, სხვა საზრუნავი, სამსახური, საქმე მეათეხარისხოვანი გახდება", _ აღნიშნა კადიროვმა.
interpressnews
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment